„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დღევანდელ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 21-მდე გაიზარდა.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში აირჩიეს: კახა კალაძე, ვასილ მაღლაფერიძე, გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, მაია ცქიტიშვილი, გიორგი ვოლსკი, ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა, ვახტანგ გომელაური, ეკატერინე ტიკარაძე, ივანე მაჭავარიანი, მაკა ბოჭორიშვილი, შალვა პაპუაშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, სოზარ სუბარი, დიმიტრი სამხარაძე და თორნიკე რიჟვაძე.
პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტი, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ დატოვა. ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე დაამტკიცეს.