დიდ დიღომში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ კაცს ბრალი წარუდგინეს.
როგორც ცნობილია, უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცმა, თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
"ბრალდებულს სურ ამ ეტაპზე დეტალებზე არ ვისაუბრო. მან გარკვეული სახის ჩვენება მისცა, გამოიკითხა მოწმის სახით. ხოლო, როგორც ბრალდებულს ჩვენება არ მიუცია," - აცხადებს ადვოკატი ირაკლი ბენია.