მედია: ევროკავშირი 15000-მდე უკრაინელ ჯარისკაცს გაწვრთნის

ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 15 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცისთვის ტრენინგი რაც შეიძლება მალე ჩატარდეს, იტყობინება Spiegel-ი.

საბოლოო დეტალებზე მოლაპარაკებები მომავალ კვირას ბრიუსელში გაიმართება, პოლონეთი მიიღებს ევროკავშირის სახსრებს შტაბ-ბინის მოსაწყობად, პროცესში ჩაერთვებიან ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც.

გერმანია გეგმავს, შესთავაზოს ჯარის წვრთნა საბრძოლო სიმულაციური ცენტრში, ხოლო უკრაინელი ინჟინრები, მედიკოსები და სხვა სპეციალისტები ასევე გადამზადდებიან ხსენებულ ქვეყანაში.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აგვისტოში განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინელ ჯარისკაცებს გაწვრთნიდა.

ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საწვრთნელ მისიას იწყებს

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გერმანია მჭიდრო კავშირშია ევროკავშირის პარტნიორებთან.

„17 ოქტომბერს, მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, ოფიციალურად დავიწყოთ ჩვენი სასწავლო მისია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა 6 ოქტომბერს.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი 6 ოქტომბერს დაამტკიცა.