თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევისას 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, იგოეთის სიახლოვეს, „მიცუბიშის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის ბეტონის ჯებირს შეეჯახა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და მეხანძრე-მაშველები მივიდნენ.
დაწყებულია გამოძიება.