საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“ საპროტესტო აქციის დაკავებული 9 მონაწილიდან 8 უკვე გაათავისუფლეს.
სამოქალაქო აქტივისტები „ქართული ოცნების“ ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავდნენ და საგამოფენო ცენტრის მიმდებარე სამტრედიის ქუჩაზე, გზის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით 9 ადამიანი დააკავა.
შეგახსენებთ, „ექსპო ჯორჯიასთან“ აქციას მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ აქტივისტები მართავენ.