ექსჰუმაციის დროს, პირველი 20 ცხედარი იპოვეს ლიმანში, მათ შორის ბავშვებიც არიან. შესაბამისი განცხადება უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა იგორ კლიმენკომ დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ რაიონებში საგამოძიებო მოქმედებების შემოწმებისას გააკეთა.
ექსჰუმაციის პროცედურები ახლა ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს. ერთ-ერთ მათგანში 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იყო დაკრძალული. მეორე არის უკრაინელი სამხედროების მასობრივი საფლავი. იპოვეს ბავშვების ცხედრებიც.
2022 წლის 29 სექტემბრიდან დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ რაიონებში სულ 87 ცხედარი იპოვეს და მათგან 38 უკვე იდენტიფიცირებულია.
წინასწარი შეფასებით, ზოგიერთს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები აღენიშნება.
უკრაინელმა ჯარებმა სექტემბრის ბოლოს გაათავისუფლეს ლიმანი, რომელიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იყო.