რუსეთს, როგორც ტერორისტულ სახელმწიფოს, არ სურს მშვიდობა, ხოლო უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარების შესახებ მოლაპარაკებები მშვიდობის მოახლოების ერთადერთი ფორმატია.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ სურს, მიმართოს მათ მსოფლიოში, ვინც მანიპულირებს სავარაუდო მოლაპარაკებების შესახებ, რომ თითქოს, მხოლოდ მოლაპარაკებებს შეუძლია, დაასრულოს ტერორისტული ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს.
„უკრაინისთვის საჭიროა ფუნდამენტური და საკმარისი დახმარება. დახმარება ჩვენი ხალხისთვის, რომელიც არის ტერორისტული სახელმწიფოს სამიზნე. უნდა დაჩქარდეს საკმარისი რაოდენობის ეფექტიანი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება უკრაინაში. მხოლოდ ეს არის მშვიდობის მოახლოების ერთადერთი ფორმატი. ისევე, როგორც უკრაინის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა არის ერთადერთი შესაძლო მოლაპარაკების ფორმატი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია, მშვიდობის მოაახლოება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ტერორისტულ სახელმწიფოს არ სურს მშვიდობა და ამას ყოველდღე უკრაინის ქალაქების დაბომბვით ადასტურებს.