დღეს, რუსეთის ტერიტორიიდან, უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა ფრთოსანმა რაკეტებმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსული რაკეტები სამ რეგიონში: რიბნიცაში, სოროკსა და ფლორეშტი დაფიქსირდა.
„რაკეტები საფრთხეს წარმოადა მოლდოვის ინფრასტრუქტურისთვის და სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის, რომლებიც ქვეყნის საჰაერო სივრცეში გადაადგილდებოდნენ“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
ამასთან დაკავშირებით, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ, 10 ოქტომბერს, რუსეთის ელჩი ოლეგ ვოსნიცოვი გამოიძახა. სამინისტრო მომხდარზე განმარტებებს ითხოვს.
დღეს დილით, რუსეთის ძალებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რომლის დროსაც რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს.