გერმანიაში, „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე არმინ ლაშეტი გახდა

გერმანიაში, „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ახალი ლიდერი, 59 წლის, არმინ ლაშეტი გახდა არმინ ლაშეტი გახდა. ამის შესახებ ინდორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

16 იანვარს, ინტერნეტით გამართულ კენჭისყრაში 59 წლის ლაშეტმა დაამარცხა ფრიდრიხ მერცი, კონსერვატორი და ერთ დროს მერკელის მეტოქე. ლაშეტმა 521 ხმა მიიღო, მერცმა - 466. მესამე კანდიდატი, გავლენიანი დეპუტატი ნორბერტ რიოტგენი, კენჭისყრას პირველ ეტაპზე გამოეთიშა.

ლაშეტი 2017 წლის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერი იყო და ანგელა მერკელის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად მოიაზრება.

სექტემბერში დაგეგმილი ფედერალურ არჩევნებში, პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ლაშეტი კანცლერის პოსტს დაიკავებს.