აზერბაიჯანში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია 18 იანვრიდან დაიწყება. ამის შესახებ მინიტრთა კაბინეტის პრეს-სამსახურის ხელმძღავენლმა იბრაჰიმ მამედოვმა განაცხადა. ინფორმაციას Meydan.tv-ი ავრცელებს.
„აზერბაიჯანში ამოქმედებულმა ბოლო საკარანტინე ზომებმა კარგი შედეგები მოგვცა და ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა არ შეინიშნება“, - განაცხადა მამედოვმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანში კორონავირუსთან ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება: „მომდევნო კვირიდან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდგეგოდ ვაქცინაციის პროცესი დაიწყება“.
ამასთან მინისტრთა კაბინეტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა, ისევე როგორც თურქეთმა, ჩინური წარმოების Sinovac-ის ვაქცინა შეისყიდა. „აზერბაიჯანი ამ მიმართულებით თურქეთთან თანამშრომლობას განაგრძობს“, - დასძინა მამედოვმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში სამედიცინო პერსონალიდან დაიწყება.