წითელმა ჯვარმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში მუშაობას შეწყვეტს. გავრცელებულ ცნობებს ორგანიზაციამ სიყალბე უწოდა.
„უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოება მუშაობს გაძლიერებულ რეჟიმში და დახმარებას უწევს დაზარალებულებს“, - წერს ორგანიზაცია Facebook-ზე.
10 ოქტომბერს უკრაინის დიდ ქალაქებზე მრავალჯერადი სარაკეტო დარტყმის შემდეგ, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 10 მშვიდობიანი მოქალაქე, Reuters-ის ცნობით, წითელმა ჯვარმა უკრაინაში „უსაფრთხოების მიზნით" მუშაობა შეაჩერა.