უკრაინამ მედვედევი და ზახაროვა, ძებნილთა სიაში შეიყვანა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ძებნილთა სიაში შეიყვანა.

მის შესახებ ინფორმაცია, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაშია ხელმისაწვდომი. 

მედვედევს და ზახაროვას ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილით ედებათ (ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა).

დიმიტრი მედვედევის უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გადაწყვეტილება მიიღო. 

უკრაინის მიერ ძებნილთა სიაშია: 

  • რსეთის FSB-ის დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი
  • სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი
  • ეროვნული გვარდიის უფროსი ვიქტორ ზოლოტოვი
  • შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი
  • ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო
  • საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი
  • რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ
  • რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი

უკრაინის მიერ ძებნილთა სიაში 700-მდე რუსეთის მოქალაქეა. ესენი არიან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები, სენატორები, უშიშროების საბჭოს წევრები და რუსეთის მთავრობის წევრები.