უკრაინა გრძნობს მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, ესკალაციის ნაბიჯებსა და ტერორს. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზე, როლითაც აგრესორი ქვეყნის ქმედებები უნდა შეფასდეს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცხადა, იუწყება Ukrinform.
„დღეს უკვე ვესაუბრე გერმანიის კანცლერს, საფრანგეთის პრეზიდენტს, კატარის ემირს, პოლონეთის პრეზიდენტს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და გაეროს გენერალურ მდივანს. გაიმართა შეხვედრა აშშ-ის ელჩთან. ახლა მაქვს დაგეგმილი საუბრები კანადის პრემიერ-მინისტრთან და შეერთებული შტატების პრეზიდენტთან.
ხვალ იტალიის პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრებ. მადლობა ყველას, თქვენი მყარი მხარდაჭერისთვის! ჩვენ ვამაგრებთ მსოფლიოს და ვგრძნობ, რომ სამყარო ჩვენთანაა. ხვალ G7-ის საგანგებო სხდომაა დაგეგმილი. ჩვენ ვმუშაობთ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზე, რათა მოხდეს რუსეთის დაგმობა მისი ყველა ესკალაციის ნაბიჯისა და ტერორის გამო. ტერორი აუცილებლად მიიღებს გლობალურ პასუხს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.