კორონავირუსის ახალი სახეობების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბრიტანეთი საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ახალი განკარგულების მიხედვით, ამიერიდან ქვეყანაში შემსვლელი ყველა ადამიანი ვალდებული იქნება, თან იქონიოს Covid-19-ის ნეგატიური ტესტის პასუხი, შემდეგ კი, აუცილებლად უნდა გადავიდეს იზოლაციაში. იზოლაციის პერიოდი 10 დღით არის განსაზღვრული. კორონავირუსზე ტესტი ქვეყანაში შესვლამდე მაქსიმუმ 72 საათის განმავლობაში უნდა იყოს გაკეთებული.