იტალიაში, რომთან ახლოს, ქალაქ ლანუვიოში მდებარე მოხუცთა თავშესაფარში, Villa dei Diamanti-ში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვით, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ნფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ნახშირჟანგით მოწამვლის გამო, შვიდი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის არიან ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებიც.
ამავე თავშესაფარში, ცოტა ხნის წინ, კორონავირუსის პანდემია გავრცელდა. თავშესაფრის თანამშრომელს ვირუსი 13 იანვარს დაუდგინდა
აღნიშნულ შემთხვევას იტალიის შსს-ის მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა.
"ეს ტრაგედიაა", - წერს შსს მინისტრის მოადგილე კარლო სიბილია ფეისბუქის პოსტში.