ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელევს.
ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და რუმინეთის ჰიმნები და პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს რუმინეთის სახელმწიფო დროშას.
სალომე ზურაბიშვილმა და კლაუს იოჰანისმა ერთმანეთს თანმხლები დელეგაციის წევრები წარუდგინეს.
"საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლოში არიან: რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი თეონა აქუბარდია, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე, კასპიისა და შავი ზპოლიტღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ლიანა ჯერვალიძე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.