როსტოვის ოლქში, 24 საათში, რუსეთის არმიის მეორე სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

როსტოვის ოლქში რუსული ძალების სუ-25 შემტევი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ გამოცემა 161.RU წყაროზე დაყრდნობით წერს.

როგორც 161.RU-ს წყარომ აცნობა, თვითმფრინავი 9 ოქტომბერს მილეროვსკის რაიონში, როგალიკის ფერმასთან ჩამოვარდა. 

„ეს ყველაფერი მოხდა შუადღისას,“ - აღნიშნა უშიშროების წარმომადგენელმა. მისი თქმით, მფრინავი დაიღუპა, რადგან განდევნის სისტემამ არ იმუშავა. 

გამოცემა წერს, რომ იმავე დღეს მოროზოვსკის რაიონში თვითმფრინავი სუ-24 ჩამოვარდა, რომელიც რუსულ ძალებს ეკუთვნოდა. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავის ფრთას ცეცხლი გაუჩნდა, პილოტმა კი მანქანის მინდორზე დაშვება გადაწყვიტა.

ინციდენტი სახელმწიფო უწყებებმა TASS-სა და RIA Novosti-ის დაუდასტურეს. 

რაც შეეხება მილეროვსკის რაიონში, როგალიკის ფერმასთან რუსული სუ-25-ის ჩამოვარდნის ფაქტს, ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. 

ds