საქართველოსა და რუმინეთს გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება რუსული იმპერიული და საბჭოთა პოლიტიკისა, ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საქართველოსა და რუმინეთს გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება რუსული იმპერიული და საბჭოთა პოლიტიკისა, ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია. ვიცით, რისი გამკეთებელია რუსეთი, ეს არის ამ აგრესიის კიდევ ახალ განზომილებაში გადასვლა. ის, რაც ისმის ბირთვული უსაფრთხოების კუთხით, რაც ხდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთი იწყებს ასევე მობილიზაციას, ეს ყველაფერი არის გაგრძელება იმ სასტიკი აგრესიისა, რომელიც დაუშვებელია.
ჩვენი ქვეყნებისთვის, ევროპისთვის ეს არის მიუღებელი. ეს არის წარსულის ფორმა, რომელსაც არ ექნება ის შედეგი, რისი იმედიც ჰქონდა, ვინც დაიწყო ეს აგრესია. არავინ ამას არ დაუშვებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.