ბელორუსში შეიარაღებული ძალების ინსპექტირება დაიწყო. ამის შესახებ ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ შემოწმება დღეს, 11 ოქტომბერს დაიწყო.
„შემოწმების დროს სამხედრო ნაწილები და ქვედანაყოფები შეიმუშავებენ მზადყოფნაში მოქცევის, მსვლელობის, დანიშნულ ზონებში განლაგების საკითხებს. რაც ითვალისწინებს საბრძოლო მომზადების ამოცანების შესრულებას“, - აცხადებენ სამინისტროში.