ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოები ამიერიდან მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურს დაექვემდებარებიან. ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება.
„სავარაუდოა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოები დაექვემდებარებიან მხოლოდ ბელორუსის პრეზიდენტს, მათი სისტემა იხვეწება“, - ნათქვამია შეტყობინების ტექსტში.
ცვლილებები შედის No356 დადგენილებით, რომელიც ასევე ითვალისწინებს „ბელორუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტის“ რეორგანიზაციას ეროვნული უსაფრთხოების აკადემიად.
ერთი დღით ადრე, ლუკაშენკომ უსაფრთხოების სამსახურთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ პოლონეთი, ლიეტუვა და უკრაინა ამზადებენ ბოევიკებს ბელორუსი რადიკალებისგან რესპუბლიკაში ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად.