ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ის ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ რეგიონულ სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე შეთანხმდა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტთან ერთობლივად, დსთ-ს არაფორმალურ სამიტზე, სანქტ-პეტერბურგში მიიღეს.
„აღმოსავლეთ საზღვრებზე შექმნილი ვითარების გამო, ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ერთობლივ რეგიონულ სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე შევთანხმდით. ყველაფერი გაფორმებულია დოკუმენტურად“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, ბელორუსისთვის არსებობს საფრთხეები და რუსეთის ფედერაციასთან ერთად, ერთობლივი სამხედრო დაჯგუფების შექმნა უკვე დაწყებულია.
„ეს პროცესი ორი დღეა რაც დაიწყო. უკვე გავეცი განკარგულება, რათა ფორმირება დაიწყოს“, - განაცხადა ლუკაშენკომ.