Apple-მა შესაძლოა iPhone დასაკეცი ეკრანით გამოუშვას. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
კომპანია Apple დასაკეც ეკრანიანი iPhone-ის შექმნაზე მუშაობს, რომელიც კონკურენციას Samsung-ს გაუწევს.
გავრცელებული ინფორმაციით, Apple-მა მოდელი უკვე შექმნა და მისი შიდა ტესტირება მიმდინარეობს, თუმცა ჯერ წარმოების გეგმა არაა დამტკიცებული.
ამერიკული კომპანია გეგმავს გამოუშვას გაჯეტი დიდი ეკრანით, რომელიც გახსნილ მდგომარეობაში 6,7 დიუმი იქნება, დაახლოებით იმ ზომის რაც iPhone 12 Pro Max-ს აქვს.
Bloomberg მიიჩნევს, რომ ეს კომპანიის მიერ გადადგმული რადიკალური ნაბიჯი იქნება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ მსგავსი ტელეფონები ბაზარზე რამდენიმე წელიწადში გამოჩნდეს. ამ დორისთვის კომპანია ფლაგმანი ბრენდების iPhone-ს და iPad-ის ახალი თაობის პროდუქტების გამოშვებაზე მუშაობს, რომლებიც ბაზარზე 2021 წელს გამოვა.