თელავში, მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 30 წლამდე ქალის მკვლელობაში ბრალდებულ, თორნიკე გამხვეტელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამასთან, გამხვეტელაშვილმა ჩადენილ ქმედებაში თავი დამნაშავედ ცნო, თუმცა სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ პროვოცირებას მარიამ გამტკიცულაშვილის მხრიდან ჰქონდა ადგილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დაბაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.