უკრაინის დაზვერვის თანახმად, მოსკოვმა ირანს 2 400 „კამიკაძე“ უპილოტო თვითმფრინავი (დრონი) შეუკვეთა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ G7 ქვეყნების საგანგებო შეხვედრაზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა დასავლელ პარტნიორებს სთხოვა, რომ კიევს საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად დაეხმარნენ.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს საკმარისი რაოდენობის რაკეტები საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვისთვის. ამასთან ეს რაკეტები ინტეგრირებული უნდა იყოს ჩვენს თავდაცვით სისტემებთან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.