ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 780 ადამიანს დაუდასტურდა, 1 608 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 232 993-მდე.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში 2 933 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.