უკრაინის პრეზიდენტმა G7-ის ლიდერებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ აქვს სივრცე ესკალაციისთვის, უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე, ორდღიანი ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმების შემდეგ.
ზელენსკიმ მოუწოდა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს, ზედა ზღვარი დააწესონ რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე, ვინაიდან, ეს მშვიდობის მიღწევას დააჩქარებს. ამასთან, წაახალისებს „ტერორისტ სახელმწიფოს“, დაფიქრდეს მშვიდობასა და ომის წამგებიანობაზე”.
„რუსეთის ლიდერს, რომელიც ახლა თავისი მმართველობის ბოლო ეტაპზეა, ჯერ კიდევ აქვს სივრცე შემდგომი ესკალაციისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, პუტინი კვლავ „საფრთხეა ყველა ჩვენგანისთვის“.