წალენჯიხის მერი: ჩემს ავტომანქანას ვიღაცამ ხელოვნურად გაუჩინა ცეცხლი - ეს ყველაფერი, გაფრთხილებას ჰგავს

ვიღაცამ ხელოვნურად გააჩინა ცეცხლი. პოლიცია და საგამოძიებო სამსახური იყო, მოქმედებები ჩაატარეს, თუმცა გამოიძიებენ? ეს ყველაფერი, გაფრთხილებას ჰგავს, - ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ განაცხადა.

„სავარაუდოდ, ვიღაცამ ხელოვნურად გააჩინა ცეცხლი. პოლიცია და საგამოძიებო სამსახური იყო, მოქმედებები ჩაატარეს, თუმცა გამოიძიებენ? ეს ყველაფერი, გაფრთხილებას ჰგავს. ავტომანქანა იყო აბსოლუტურად გამართული ტექნიკურად“, - განაცხადა ხარჩილავამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, გია ხარჩილავას, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და სრულად დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, გია ხარჩილავას ავტომანქანა, რომელიც სახლის წინ იდგა, უცნობმა პირებმა დაწვეს.