ბაიდენის ძაღლისთვის თეთრს სახლში ინაუგურაციას ჩაატარებენ

დონალდ ტრამპის მიერ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ჯო ბაიდენის ძაღლისთვის "Major Biden"-ისთვის ინაუგურაციას ჩაატარებენ.

ბაიდენის ძაღლი მეიჯორი პირველი ცხოველი იქნება თეთრ სახლში, რომელიც თავშესაფრიდან არის აყვანილი. დელავერის არაკომერციულმა ორგანიზაციამ, Facebook-ზე გამოაცხადა არჩეული პრეზიდენტის შინაური ცხოველის ინაუგურაციის შესახებ და თითოეული შინაური ცხოველის მფლობელი, ვირტუალურ ცერემონიალზე მოიწვია.

ბაიდენის მეორე ძალღი Champ-ი, ინაუგურაციას თავშესაფრიდან აყვანილ მეგობართან ერთად დაესწრება.

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, ჯეიმს პოლკის შემდეგ, რომელსაც შინაური ცხოველი არ ჰყოლია.