პოლონეთმა 11 ოქტომბერს, საღამოს, „დრუჟბის“ ნავთობსადენის ერთ-ერთ ხაზზე, ნავთობის გაჟონვა აღმოაჩინა. ამის შესახებ პოლონური ოპერატორი PERN იტყობინება.
მილის დაზიანების მიზეზი უცნობია.
დაზიანების ადგილი პლოცკიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს. აღნიშნულია, რომ დაზიანებულია ხაზი, რომლითაც გერმანიას ნავთობი მიეწოდება.
ოპერატორმა განაცხადა, რომ ნავთობსადენის დაზიანების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სპეციალური სამსახურები.
როგორც ცნობილია, „დრუჟბის“ მილსადენი არის მთავარი მარშრუტი, რომლითაც ნედლი ნავთობი გერმანიას მიეწოდება.
ამასთან, „დრუჟბის“ ნავთობსადენი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. მისი საერთო სიგრძეა დაახლოებით 5200 კმ. და მილსადენის მარშრუტი რუსეთიდან ბელორუსში გადის, სადაც ორ განშტოებად იყოფა: ჩრდილოეთით (ბელორუსი, პოლონეთი და გერმანია) და სამხრეთით (უკრაინა, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი).
ივნისში რუსული მედია წერდა, რომ ბრიანკის ოლქში, რუსეთთან ახლოს „დრუჟბის“ ნავთობსადენის აფეთქება სცადეს.