ყაზახეთის დედაქალაქში, რუსული მხარის ინიციატივით, 14 ოქტომბერს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა იგეგმება. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა იტყობინება.
მანამდე სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში ჟენევაში შეხვდნენ.
პრაღაში შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ გარკვეულ პირობებში, სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება 2022 წლის ბოლომდეა შესაძლებელი.
პრაღაში, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო მისიაგანთავსდეს, რომელიც დელიმიტაციის კომისიებთან ერთად იმუშავებს.