ინდონეზიაში მიწისძვრისას გარდაცვლილთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 800-ს აჭარბებს.
15 000-მდე ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა და უსაფრთხო ადგილისთვის შეეფარებინა თავი.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დაშავდა, მაშველები გადარჩენილებს ნანგრევებში ეძებენ. ერთ-ერთი საავადმყოფოს დაზიანების გამო ათობით პაციენტსა და მედპერსონალს ეძებენ.
ადგილობრივ ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ინდონეზია სეისმურად აქტიურ წყნარი ოკეანის „ცეცხლოვან სარტყელში“ მდებარეობს, სადაც ძლიერი მიწისძვრებისა და ცუნამების საშიშროება ხშირია.
ინდონეზიაში მიწისძვრა 16 იანვარს დაფიქსირდა.