თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოითხოვენაა, რომ შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი, რომლითაც აკადემიური საბჭო რექტორს ფარული კენჭისყრით ირჩევს.
"მაისის სტუდენტური მოძრაობის" წარმომადგენლის საბა ქერქაძის განცხადებით, უნივერსიტეტის მომავალ რექტორად, სავარაუდოდ ჯაბა სამუშიას კანდიდატურა განიხილება, რომელსაც ახლობლები და ნაცნობები წინსწრებით უკვე ულოცავენ რექტორად არჩევას.
"აკადემიური საბჭო უნდა დაიშალოს, აშენდეს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი და სახელმწიფომ დააწესოს საბინაო სუბსიდია სტუდენტებისთვის. სტუდენტები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, საპროტესტო აქციები მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.