თეგი: თსუ

განათლების სამინისტრო: მოვუწოდებთ თსუ-ს, უზრუნველყოს სტუდენტურ საცხოვრებელში თავისუფალი ადგილების ათვისება და 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს სტუდენტების მდგომარეობა, უზრუნველყოს სტუდენტურ საცხოვრებელში თავისუფალი ადგილების ათვისება, მათი განთავსება და 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უნივერსიტეტები საკუთარი ავტონომიურობის ფარგლებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით თავადვე იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. „სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმალურად გაითვალისწინებს სტუდენტების მოთხოვნებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს,“- ნათქვამია განცხადებაში.  

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის საპროტესტო გამოსვლისას „არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი“. კერძოდ, აღნიშნავენ, რომ აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. 4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში, ერთს ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე მივიღეთ გადაწყვეტილება, მედიასა და საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი პოზიცია და უნივერსიტეტის მიერ სწავლის არადისტანციურ ფორმატში აღდგენის შემდეგ გადადგმული ნაბიჯები. მოგეხსენებათ, რომ პანდემიის დროს სწავლა მიმდინარეობდა ონლაინ ფორმატში. დისტანციური სწავლება იყო გამოსავალი, რომელიც უნივერსიტეტმა აირჩია მაშინ, როცა სხვა გამოსავალი არ არსებობდა. პანდემიის დასრულების შემდეგ კი, ბუნებრივია, უნივერსიტეტი დაუბრუნდა სწავლებისა და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს. ინფორმაცია სასწავლო პროცესების ვადების შესახებ სტუდენტებს 18 თებერვალს მივაწოდეთ. სტუდენტების დიდი ნაწილი 7 მარტიდანვე ითხოვდა სააუდიტორიო სწავლებას. თუმცა, იმ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა და ფსიქოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც თან ახლდა სტუდენტებისა თუ პროფესურის დაბრუნებას ორი წლის შემდეგ აუდიტორიებში, ყველა ფაკულტეტს 2 თვეზე მეტი დრო მიეცა სასწავლო პროცესისათვის მოსამზადებლად. ჩვენ გავითვალისწინეთ ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში მცხოვრები, აგრეთვე, დასაქმებული სტუდენტების სასწავლო პროცესში სრულყოფილად მონაწილეობისთვის 11 მაისს თსუ რექტორის ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართა, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები კი ჩატარდება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში, რადგან ეს არის ცოდნის შემოწმება-შეფასების ყველაზე უფრო თანასწორი, სამართლიანი და ობიქტური ფორმა. გამონაკლისი დაიშვება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აქვე ხაზგასასმელია კიდევ ერთი გარემოება. საგამოცდო პროცესში სტუდენტთა მხარდასაჭერად რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული: გაიხსნა რეგიონული საგამოცდო ცენტრები ახალციხესა და ქუთაისში, სადაც მხოლოდ 160 სტუდენტი დარეგისტრირდა; საერთო საცხოვრებლები საგამოცდო პერიოდში გახდა უფასო; თუ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რომელიმე სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ მოახერხებს საგამოცდო პროცესში ჩართვას, თითოეული ეს შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფა. უნივერსიტეტი უნდა ფიქრობდეს განათლების ხარისხზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკურენტული და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რაც სტანდარტულ ვითარებაში სწორედ აუდიტორიული მეცადინეობის პირობებში მიიღწევა. ამ ნაბიჯების მიუხედავად, სტუდენტთა მცირე ჯგუფი დღემდე აგრძელებს პროტესტს სხვადასხვა, მათ შორის გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარების მოთხოვნით. სტუდენტთა ამ მცირე ჯგუფთან კომუნიკაცია პირველივე დღეებიდან მიმდინარეობს. მათ 2 შეხვედრა ჰქონდათ რექტორთან, ხოლო 20-მდე შეხვედრა შედგა რექტორის მოადგილესთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მის მოადგილესთან, ფაკულტეტების დეკანებთან, ადმინისტრაციული დეპარტამენტების წარმომადგენლებთან. სამწუხაროდ, პროტესტმა მიიღო ძალადობრივი ფორმა. დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. 4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში, ერთს ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროფესურას, დეკანს. აქ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ ძალადობის მონაწილენი იყვნენ როგორც სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე გარეშე პირები. თითოეულ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ჩატარდება მოკვლევა, თსუ სტუდენტების საკითხი გადაეცემა უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას, გარეშე პირების ქმედებებს კი მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ძალადობრივ ქმედებებს და მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, დატოვონ რექტორატი და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგსა და სასწავლო პროცესს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თსუ: სტუდენტების პროტესტისას დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, მათგან 4 კლინიკაშია გადაყვანილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადებას და ვიდეოს ავრცელებს.  „დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის და გარეშე პირების საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. 4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროფესურას, დეკანს. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ ძალადობის მონაწილენი იყვნენ როგორც სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე გარეშე პირები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ემიჯნება ასეთ ძალადობრივ ქმედებებს და მოუწოდებს ახალგაზრდებს, დატოვონ რექტორატი და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგსა და სასწავლო პროცესს. სტუდენტების ამ ჯგუფთან არაერთი შეხვედრა გამართა რექტორმა, რექტორის მოადგილემ, კანცლერმა, ფაკულტეტებისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტების წარმომადგენლებმა“, - ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში. შეგახსენებთ, თსუ-ს პირველ კორპუსში სტუდენტები რამდენიმე კვირაა აქტიური პროტესტის გზას მიმართავენ და 4 მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ.  რომელთაგან ორი დისტანციურად გამოცდების ჩაბარების უფლების მინიჭება და სტუდენტური საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაა. ისინი დღეს რექტორის კაბინეტის დაკავებას ცდილობდნენ, რა დროსაც კართან მდგარი დაცვის წევრების ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა დაჭირდათ. დაძაბულობისას, ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა პროფესორი რამაზ ხომერიკი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. 

თსუ-ს სენატის წევრი სტუდენტები: მკვეთრად ვემიჯნებით დესტრუქციულ ქმედებებს, რასაც გუშინ თსუ–ში ჰქონდა ადგილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის წევრი სტუდენტები მკვეთრად ვემიჯნებით იმ დესტრუქციულ ქმედებებს, რასაც გუშინ თსუ–ში ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის წევრი სტუდენტების განცხადებაშია აღნიშნული. თსუ-ს სენატის წევრი სტუდენტები იმ სტუდენტებს და გარეშე პირებს, რომლებიც, მათი თქმით, გუშინ საუნივერსიტეტო სივრცისთვის შეუფერებელ ქმედებებს სჩადიოდნენ, მოუწოდებენ, დაუბრუნდნენ პროტესტის გამოხატვის კონსტრუქციულ ფორმებს. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი სტუდენტები ვაფიქსირებთ ერთობლივ პოზიციას თსუ–ში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიზიარებდით სტუდენტების რიგ მოთხოვნებს და მზად ვიყავით აქტიურად ჩავრთულიყავით ისეთი მწვავე საკითხების მოგვარების პროცესში, როგორიცაა სტუდენტური საერთო საცხოვრებლის პრობლემა და სხვა საჭიროებები. თუმცა, გუშინდელი მოვლენების ფონზე, გვსურს განვმარტოთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის წევრი სტუდენტები მკვეთრად ვემიჯნებით იმ დესტრუქციულ ქმედებებს, რასაც გუშინ თსუ–ში ჰქონდა ადგილი. სტუდენტების ჯგუფმა და გარეშე პირებმა ფიზიკურად იძალადეს პროფესორებზე, თავს დაესხნენ დაცვის წევრებს, შეიჭრნენ რექტორატში. გვინდა განვმარტოთ, რომ ჩვენთვის, სტუდენტებისთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია სტუდენტების სოციალურ–ეკონომიკური პრობლემები და მზად ვართ, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობის თემაზე დავიწყოთ აქტიურად როგორც თსუ–სთან, ასევე სახელმწიფო უწყებებთან მუშაობა. თუმცა მანამდე, გვინდა, მოვუწოდოთ სტუდენტებს და იმ გარეშე პირებს, რომლებიც გუშინ საუნივერსიტეტო სივრცისთვის შეუფერებელ ქმედებებს სჩადიოდნენ, დაუბრუნდნენ პროტესტის გამოხატვის კონსტრუქციულ ფორმებს“, – აღნიშნულია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: თსუ: სტუდენტების პროტესტისას დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, მათგან 4 კლინიკაშია გადაყვანილი  

თსუ-ს პროფესორები: ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას - აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავი უწყებების მიერ რეაგირება უნდა დაიწყოს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უნივერსიტეტის პროფესორებმა განცხადება გააკეთეს. ისინი გმობენ ძალადობას და ამბობენ რომ მზად არიან სტუდენტებთან ნებისმიერ საკითხე ინდივიდუალურად იმუშაონ. „ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ მოსაზრებებს, სად, თუ არა უნივერსიტეტში, მნიშვნელოვანია აზროვნებისა და გამოხატვის თავისუფლება - როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური პერსონალის მხრიდან. სწორედ ამ თავისუფლებას ვასწავლიდით და ვასწავლით სხვადასხვა თაობის სტუდენტებს, ამიტომ განვითარებული მოვლენები არის კატეგორიულად მიუღებელი, შეუსაბამო აკადემიური/სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის. უნივერსიტეტში მხარეები არ არსებობს, სტუდენტებსა თუ პროფესურას გვაქვს ერთი საერთო ამოცანა - შევინარჩუნოთ სწავლა-სწავლების ხარისხი. აღნიშნულიდან გამომდინარე ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას, არაკონსტრუქციულ პროტესტს, რომლის შედეგად დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, მათ შორის პროფესორი, ჩვენი კოლეგა, მეცნიერი. მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ასევე, სამართალდამცავი უწყებების მიერ. მოვუწოდებთ სტუდენტებს: პროტესტის შემთხვევაში საკუთარი აზრი გამოხატონ კონსტრუქციულად. გაითვალისწინონ, რომ საპროტესტო მოვლენების მიმდინარეობისას, ზოგადად პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ ადმინისტრაციულ უწყებას, არამედ აქციის მონაწილეებსაც აქვთ, რათა დაიცვან სხვათა უფლებები, არ გასცდნენ მორალურ და სამართლებრივ ჩარჩოებს! აქვე შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის მიერ სწავლის არადისტანციურ ფორმატში აღდგენის შემდეგ გადაიდგა არაერთი ნაბიჯი სტუდენტთა მხარდასაჭერად: 14 მაისიდან სწავლა გაგრძელდა ჰიბრიდულ ფორმატში, თითოეული ფაკულტეტის სპეციფიკისა და უნივერსიტეტის სტუდენტთა საჭიროების შესაბამისად. ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში მცხოვრები სტუდენტების საგამოცდო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობისთვის, დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩასატარებლად გაიხსნა რეგიონული საგამოცდო ცენტრები, საერთო საცხოვრებლები კი საგამოცდო პერიოდში გახდა უფასო; ხოლო თუ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რომელიმე სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ მოახერხებს საგამოცდო პროცესში ჩართვას, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ თითოეულ ასეთ სტუდენტს და ერთობლივად ვიპოვოთ ოპტიმალური გამოსავალი. იმ სტუდენტების მცირე ჯგუფს, რომლებიც ჯერ სწავლის განახლებას, შემდეგ კი გამოცდების ფორმატს აპროტესტებენ 20-ზე მეტი შეხვედრა ჰქონდათ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მათ შორის 2 შეხვედრა რექტორთან. ასევე, ჰქონდათ კონსულტაციების შესაძლებლობა აკადემიურ პერსონალთან. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მოვლენები განვითარდა არა დიალოგისა და შეთანხმების, არამედ ძალადობის რეჟიმში, რომელსაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ვერ მიიღებს და ვერ შეეგუება უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება“, - განაცხადეს პროფესორებმა. ასევე წაიკითხეთ: თსუ-ს სენატის წევრი სტუდენტები: მკვეთრად ვემიჯნებით დესტრუქციულ ქმედებებს, რასაც გუშინ თსუ–ში ჰქონდა ადგილი  

განათლების სამინისტრო თსუ-ზე: ვგმობთ პროტესტის გამოხატვის ძალადობრივ ფორმებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ივნისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. თსუ-ს პროფესორები: ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას - აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავი უწყებების მიერ რეაგირება უნდა დაიწყოს თსუ-ს სენატის წევრი სტუდენტები: მკვეთრად ვემიჯნებით დესტრუქციულ ქმედებებს, რასაც გუშინ თსუ–ში ჰქონდა ადგილი „სამინისტროსთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება და შესაბამისად, გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გამოწვევის დაძლევა აკადემიური სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის შესაბამის ფორმატში მოხდება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. თსუ: სტუდენტების პროტესტისას დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, მათგან 4 კლინიკაშია გადაყვანილი შეგახსენებთ, რომ თსუ-ს პირველ კორპუსში სტუდენტები რამდენიმე კვირაა აქტიური პროტესტის გზას მიმართავენ და 4 მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ. რომელთაგან ორი დისტანციურად გამოცდების ჩაბარების უფლების მინიჭება და სტუდენტური საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაა. ისინი 10 ივნისს რექტორის კაბინეტის დაკავებას ცდილობდნენ, რა დროსაც კართან მდგარი დაცვის წევრების ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა დაჭირდათ. დაძაბულობისას, ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა პროფესორი რამაზ ხომერიკი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.  მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სტუდენტების პროტესტისას დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრმლები, მათგან 4 კლინიკაში გადაიყვანეს.  თსუ-ს სტუდენტურმა მოძრაობამ ბოდიში მოიხადა "პროტესტის გამოხატვის თავისუფლების გადამეტებისთვის". ამასთან, აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები მედიამ კონტექსტიდან ამოგლეჯილად, მათ პოლიტიკასა და მიზნებს მორგებული კადრებით გააშუქა.

თსუ სტუდენტებს მოუწოდებს, დატოვონ რექტორატი და მოლაპარაკების ფორმატზე გადავიდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მოუწოდებს, დატოვონ რექტორატი და მოლაპარაკების ფორმატზე გადავიდნენ. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ფინალური გამოცდები 20 ივნისიდან დაიწყება და მოქნილი საგამოცდო გრაფიკით ჩატარდება. თსუ-ს პროფესორები: ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას - აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავი უწყებების მიერ რეაგირება უნდა დაიწყოს თსუ-ს სენატის წევრი სტუდენტები: მკვეთრად ვემიჯნებით დესტრუქციულ ქმედებებს, რასაც გუშინ თსუ–ში ჰქონდა ადგილი „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და ადმინისტრაციამ 14 ივნისს პროტესტის მონაწილე სტუდენტებს კიდევ ერთხელ შესთავაზა შეხვედრა და პროცესის კონსტრუქციულ რეჟიმში გადატანა. ადმინისტრაცია მოუწოდებს სტუდენტებს, დატოვონ რექტორატი და გადავიდნენ მოლაპარაკების ფორმატზე. ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით გამართოს შეხვედრები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლების პრინციპს და ყოველთვის მზად არის სამუშაო ფორმატში შეხვედრისთვის. ვიმედოვნებთ, რომ სტუდენტთა ჯგუფიც გამოთქვამს მზადყოფნას კონსტრუქციული დიალოგისთვის საუნივერსიტეტო საზოგადოების საერთო ინტერესების დასაცავად. სტუდენტებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე ფინალური გამოცდები 20 ივნისიდან დაიწყება. სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასებისა და თანასწორი პირობების უზრუნველსაყოფად გამოცდები ჩატარდება აუდიტორიებსა და საგამოცდო ცენტრებში. ამ ეტაპზე, როგორც თბილისის, ასევე რეგიონული საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია. გამოცდები ჩატარდება მოქნილი საგამოცდო გრაფიკით, რათა უნივერსიტეტმა ხელი შეუწყოს უკლებლივ ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას“, - აღნიშნულია თსუ-ის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თსუ-ს პირველ კორპუსში სტუდენტები რამდენიმე კვირაა აქტიური პროტესტის გზას მიმართავენ და 4 მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ. რომელთაგან ორი დისტანციურად გამოცდების ჩაბარების უფლების მინიჭება და სტუდენტური საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაა. ისინი 10 ივნისს რექტორის კაბინეტის დაკავებას ცდილობდნენ, რა დროსაც კართან მდგარი დაცვის წევრების ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა დაჭირდათ. დაძაბულობისას, ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა პროფესორი რამაზ ხომერიკი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.  მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სტუდენტების პროტესტისას დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრმლები, მათგან 4 კლინიკაში გადაიყვანეს. თსუ-ს სტუდენტურმა მოძრაობამ ბოდიში მოიხადა "პროტესტის გამოხატვის თავისუფლების გადამეტებისთვის". ამასთან, აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები მედიამ კონტექსტიდან ამოგლეჯილად, მათ პოლიტიკასა და მიზნებს მორგებული კადრებით გააშუქა.  

თსუ რექტორისა და სტუდენტების შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინალური გამოცდები 20 ივნისს დაიწყება და 3 საგამოცდო ცენტრში - თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში ჩატარდება, - ამის შესახებ რექტორისა და სტუდენტების შეხვედრის შემდეგ უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათი ინფორმაციით, რექტორისა და სტუდენტების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ თითოეული მოთხოვნის შესაბამისად ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფები და პლატფორმები, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ, ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად, სამუშაო ფორმატში განიხილონ აქტუალური საკითხები. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაცია პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, მოლაპარაკების ფორმატში ერთობლივად, პუნქტობრივად განიხილეს სტუდენტთა აღნიშნული ჯგუფის მიერ წარმოდგენილი შემდეგი ძირითადი მოთხოვნები: სტუდენტური საერთო საცხოვრებლების საკითხი, უნივერსიტეტის ბიუჯეტის გამჭვირვალობა, რექტორის არჩევის წესი, ფინალური გამოცდების ფორმატი და სხვა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ თითოეული საკითხის შესაბამისად ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფები და პლატფორმები, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ, ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად, სამუშაო ფორმატში განიხილონ აქტუალური საკითხები, გამოიჩინონ ინიციატივა და მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ცვლილებების განხორციელების პროცესში. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ორგანიზებით თემატური სამუშაო ჯგუფები უკვე მზადაა სტუდენტებთან შესახვედრად და კონსტრუქციულ ფორმატში სამუშაოდ. რაც შეეხება ფინალური გამოცდების ფორმატს, თითოეული ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფინალური გამოცდები იწყება 20 ივნისს 3 საგამოცდო ცენტრში: თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ ახერხებს საგამოცდო პროცესში მონაწილეობას, მას მიეცემა საშუალება მიმართოს თავისი ფაკულტეტის ადმინისტრაციას, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს და შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში სტუდენტებს შესთავაზებს გამოცდის გადატანას სექტემბერში. შესაბამისად, სტუდენტთა გარკვეულ ნაწილთან დაკავშირებული სირთულეებიც მოიხსნება“,- ნათქვამია თსუ-ის განცხადებაში.  

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით თსუ-ს ბუღალტერი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი დააკავა. პროკურატურამ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და უნივერსიტეტის შიდა აუდიტის მომართვების საფუძველზე დაიწყო. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით - 165 000 ლარი. „გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა „თიბისი ბანკი” შეცდომაში შეიყვანა თითქოს უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო 105000 ლარის კრედიტი. დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების, მითვისებაში დახმარების და კრედიტის უკანონოდ მიღების მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

თსუ-ის ყოფილ ბუღალტერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით დაკავებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ ბუღალტერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს. დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით თსუ-ს ბუღალტერი დააკავეს შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი დააკავა. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით - 165 000 ლარი.    

განათლების სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად მიხეილ ჩხენკელი განიხილება, სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად მიხეილ ჩხენკელი განიხილება, სიცრუეა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. თსუ-ის რექტორი, გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ტოვებს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განიხილება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არ აპირებს არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში და სამომავლოდ, არც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.  

თსუ-ის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოითხოვენაა, რომ შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი, რომლითაც აკადემიური საბჭო რექტორს ფარული კენჭისყრით ირჩევს. თსუ-ის რექტორი, გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ტოვებს "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წარმომადგენლის საბა ქერქაძის განცხადებით, უნივერსიტეტის მომავალ რექტორად, სავარაუდოდ ჯაბა სამუშიას კანდიდატურა განიხილება, რომელსაც ახლობლები და ნაცნობები წინსწრებით უკვე ულოცავენ რექტორად არჩევას. "აკადემიური საბჭო უნდა დაიშალოს, აშენდეს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი და სახელმწიფომ დააწესოს საბინაო სუბსიდია სტუდენტებისთვის. სტუდენტები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, საპროტესტო აქციები მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.  

პრემიერ-მინისტრი თსუ-ს ყოფილ რექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს გიორგი შარვაშიძეს შეხვდა. თსუ-ის რექტორი, გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ტოვებს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მან გიორგი შარვაშიძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.  

თსუ-ს სტუდენტები რექტორის არჩევის წესის ცვლილებას ითხოვენ

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. თსუ-ის რექტორი, გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ტოვებს სტუდენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ დღეს უნივერსიტეტი გარკვეული „კლანის" მიერ იმართება, ხოლო ჯაბა სამუშიას რექტორად შესაძლო, დანიშვნა აბსოლუტურად მიუღებელია. სტუდენტების მთავარი მოთხოვნაა - რექტორის არჩევის წესის ცვლილება და სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრების აშენება. "ეს პროცესი არის არალეგიტიმური. ჯაბა სამუშია წინასწარ იყო რექტორის თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატი და უნივერსიტეტში არჩევნები ფორმალურად არის დანიშნული.", - განაცხადა "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წარმომადგენელმა, საბა ქერქაძემ. ცნობისთვის, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით დღეს აირჩევს.  

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, ჯაბა სამუშია აირჩიეს

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ჯაბა სამუშია აირჩიეს. სამუშია ერთადერთი იყო, რომელიც კონკურსში მონაწილეობას იღებდა.  თსუ-ს სტუდენტები რექტორის არჩევის წესის ცვლილებას ითხოვენ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩია. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. სტუდენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ უნივერსიტეტი გარკვეული „კლანის" მიერ იმართება, ხოლო ჯაბა სამუშიას რექტორად დანიშვნა აბსოლუტურად მიუღებელია შეგახსენებთ, რომ თსუ-ის რექტორმა, გიორგი შარვაშიძე თანამდებობა 7 ოქტომბერს დატოვა. ცნობისთვის, ჯაბა სამუშიამ 1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი. 2000 წელს კი ლონდონის Edwards Language School. ჯაბა სამუშია 1994 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.   

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს

"მაისის სტუდენტური მოძრაობის" განცხადებით, ხანგრძლივი სტუდენტური პროტესტის შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს."ხანგრძლივი სტუდენტური პროტესტის შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას. ამისთვის, უნივერსიტეტში შეიქმნა ორი სამუშაო კომისია, რომელიც, სტუდენტებთან ერთად, შეისწავლის მიწისა და კალკულაციის საკითხებს. დასკვნის საფუძველზე უნდა დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები. ორი პოტენციური ობიექტის დათვალიერება - მე-11 კორპუსის (განივის) გვერდით მდებარე ე.წ. ხიმინჯები და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ძველი შენობა (დეტალურად იხილეთ ფოტოსურათებში). 1. პირველი ობიექტზე, რომლის ფართობია დაახლოებით 5000კვ.მ. შეუიარაღებელი თვალითაც ხილვადია, რომ ამ კონსტრუქციის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. შესაბამისად, საჭირო იქნება მისი დაკონსტრუქცია და ახლის აშენება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ხარჯებთან, რომელსაც, ადმინისტრაციის წარმომადგენლების და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ამ ეტაპზე უნივერსიტეტის ბიუჯეტი ვერ დაფარავს. ამიტომ, ჩვენი, მაისის სტუდენტური მოძრაობის, პოზიციაა, სახელმწიფოს ჩართულობით მოხდეს ამ ობიექტის სამომავლო პერსპექტივაში განხილვა და მის ადგილზე ფართომასშტაბიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლისთვის საჭირო რესურსების მობილიზება. არსებული სივრცეში შესაძლებელია დაახლოებით 500 ადგილიანი საცხოვრებლის აშენება. 2. მეორე ობიექტი, რომელიც, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, განიხილება, როგორც მომავალი პოტენციური სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, ახლანდელი მოცემულობით, მოიცავს 118 ოთახს. მათი ნაწილი გამოყენებული იქნება სამეურნეო მიზნებისთვის, ნაწილში მოეწყობა საერთო სტუდენტური სივრცეები, დაახლოებით 80-90 ოთახი გამიზნულია საცხოვრებლად (180 ადგილი). ობიექტის შემოწმებისა და ნებართვის მიღების შემდეგ, შესაძლებელია სართულის დაშენება, რაც დამატებით 60 ოთახს (120 ადგილს) უზრუნველყოფს. მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ კომისიასთან ადგილზევე დააფიქსირა მოსაზრებები და პოზიციები, რომლებიც უმჯობესია, საწყის ეტაპზევე იყოს გათვალისწინებული.საცხოვრებელი, რომლის მშენებლობაზეც მუშაობა უკვე დაიწყო, მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, მხოლოდ დასაწყისი და აუცილებელი პირობაა მიზნის მისაღწევად, თუმცა, არა საკმარისი. პირველი საცხოვრებელი უნდა აშენდეს იმ განწყობით, რომ, პარალელურად, სახელმწიფო და უნივერსიტეტი დაიწყებენ ზრუნვას მეორე, ფართომასშტაბიანი საცხოვრებლის მშენებლობაზე. თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესია სტუდენტების აქტიური ჩართულობა, რათა მივაღწიოთ ჩვენს თავდაპირველ მიზანს - საერთო საცხოვრებელს ყველა სტუდენტისთვის. ჩვენი მოძრაობა, მოხალისეებთან ერთად, ორშაბათს 13 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ოთხშაბათს 13 საათზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დავარიგებთ პროკლამაციებს, შევხვდებით სტუდენტებს. მომავალში მივალთ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც, ვინაიდან, ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, არამედ ყველა სტუდენტისთვის საქართველოში.ნახევარი წლის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ სტუდენტური ბრძოლის შედეგს!ამიტომ, მოგიწოდებთ ყველა სტუდენტს, შეიტანოთ წვლილი საერთო მიზნის სრულყოფაში, რადგან ბრძოლის არცერთი წამი არ არის დაკარგული!სოლიდარობა სტუდენტებს!საცხოვრებელი ყველას", - წერს "მაისის სტუდენტური მოძრაობა".  

თსუ-ში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს. აღნიშნულ პოზიციაზე ასარჩევად მხოლოდ ერთი, ჯაბა სამუშიას კანდიდატურაა წარდგენილი, რომელიც რექტორის მოვალეობის შემსრულებელია. თსუ-ში საბჭოს სხდომა 10:00 საათზე დაიწყო, 11:00 საათიდან კი კენჭისყრა მიმდინარეობს.  

ჯაბა სამუშია: თსუ-ს არჩევანი ევროპაა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ თსუ-ს არჩევანი ევროპაა. ის Facebook-ის პირად გვერდზე ეხმაურება „უცხოეთის გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის გამო მიმდინარე პროტესტს, რომელსაც სტუდენტებიც შეუერთდნენ. „თსუ-ს არჩევანი ევროპაა. როგორც თსუ-ს რექტორს მიმაჩნია, რომ დაუშვებელია სტუდენტების გულწრფელი პროტესტის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩემთვის, იმავდროულად, მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდის უსაფრთხოება. უახლოეს დღეებში ვფიქრობ სტუდენტებთან შეხვედრას ამ კანონის შესახებ", - წერს ჯაბა სამუშია. „ჩვენი არჩევანი ევროპაა! საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ, ქართული სახელმწიფოს მიერ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული საგარეო-პოლიტიკური კურსის კანონზომიერი გაგრძელებაა. შუა საუკუნეებში დასავლური ცივილიზაცია ქრისტიანულ სამყაროსთან ასოცირდებოდა. რელიგიურმა ფაქტორმა მართლაც დიდი როლი ითამაშა ევროპის, როგორც ერთიანი გეოკულტურული სივრცის ფორმირებაში. ქართველების სწრაფვა ევროპისკენ სწორედ ამით იყო განპირობებული, რადგან ჩვენ ამ სივრცეში ვეძებდით ეროვნული უსაფრთხოების გარანტიებს. საერთო ევროპულ ოჯახში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პერსპექტივა 1918-1921 წლებშიც არსებობდა. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის უპირველეს პრიორიტეტს ევროპულ ქვეყნებთან და სტრუქტურებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა. ისტორიულად და დღევანდელ რეალობაშიც საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია! საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია! შინ ევროპისკენ!" - წერდა სამუშია უფრო ადრე გამოქვეყნებულ პოსტში.

თსუ-ში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული სტუდენტი გამოკითხეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ლუკა შველიძემ განაცხადა, რომ თსუ-სთან მათ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა სურდათ. ლუკა შველიძე გამოკითხვაზე, ძველი თბილისის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-7 განყოფილებაში მივიდა.  „დღეს ვარ დაზარალებულის სტატუსით მოსული აქ, უნდა მივცე ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, როგორ გვცემდნენ სტუდენტებს და როგორ ცდილობდნენ ჩვენთვის მოეყენებინათ ფიზიკური დაზიანება. რაც შეეხება იმ მუხლს, მე ვფიქრობ, რომ სრული აბსურდი არის, არანაირად არ ვეთანხმები და არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია შსს-ს ჩემთვის, არც ვიცი და სიმართლე გითხრათ აბსურდული მუხლი მგონია და არ ვაპირებ ამაზე საუბარში დრო დავხარჯო“, - განაცხადა შველიძემ. თსუ-ში დაშავებული სტუდენტის საქმეზე გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო. „როდესაც მივედით, ბანერების გაშლა გვინდოდა მდუმარედ, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა, ვიყავით რამდენიმე ადამიანი, დაგვხვდა ვიღაც წვერიანი პიროვნება, ჩვენზე ასაკით დიდი პიროვნება, შემდეგ დარეკა, რომ აქ რაღაც აქციას აწყობენ, გამოვიდა 20-მდე ადამიანი და პირდაპირი მოწოდება იყო ასეთი, რომ ამას ურტყით და დამესივნენ მე, მომაქციეს წრეში და დაიწყეს ჩემი ცემა, ვინც ცდილობდა, რომ ხელი შეეშალათ და გამოვეყვანე, მათ ხელს კრავდნენ და კიბეებზე აგორებდნენ, რაც კადრებშიც ძალიან კარგად ჩანს“, - განაცხადა ლუკა შველიძემ მედიასთან. 17 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი დაპირისპირებისა და მოგვიანებით, ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინციდენტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უნივერსიტეტში, ახალგაზრდებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. რაც შეეხება ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინცინდენტს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, გამოძიებამ მოძალადეები უნდა დააკავოს. თსუ-ში მომხდარი დაპირისრების დროს დაშავდა ლუკა შველიძე. ის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე ინციდენტი მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში გამოკითხვის მიზნით მისულ სამართალდამცველს ლუკა შველიძე და მისი ახლობლები თავს დაესხნენ. ლუკა შველიძე კი ამბობდა, რომ პირს, რომელიც მასთან პალატაში შევიდა, სამოქალაქო ფორმა ეცვა, თავი პოლიციის თანამშრომლად არ წარუდგენია და იარაღით დაემუქრა. მისივე განცხადებით, ხსენებული პირი ნასვამ მდგომარეობაში იყო. ადვოკატის ლაშა ტყეშელაძის თქმით, გამოძიებამ მოძალადეები უნდა დააკავოს. „ჩვენ დღეს მოვედით გამოკითხვაზე და სრულიად საქართველომ ნახა, თუ როგორ იძალადა ლუკაზე ჯგუფმა და ეს მოძალადეები, როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ წუთებამდე არ არიან გამოკითხულები. ჩვენ როდესაც ყველანაირ ამომწურავ ინფორმაციას მივაწოდებთ გამოძიებას, გამოძიებამ კეთილი უნდა ინებოს და დააკავოს აღნიშნული მოძალადეები და პროკურატურამ კი, მათ ბრალი უნდა წაუყენოს. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ საზოგადოებაში არის დაუსჯელობის სინდრომი, როდესაც მოძალადეებს არ აკავებენ ეს ყველაფერი არის მწვანე შუქი მოძალადეებისთვის და მე ბატონ შოთაძეს ვთხოვ, მთავარ პროკურორს, ნუ გადაიქცა მთავარ კრიმინალად. მან უნდა წაუყენოს კრიმინალებს ბრალი და შეასრულოს თავისი უფლებამოსილება. მე შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით, ლუკას არავინ დაუკავშირდა, მაგრამ მე შემიძლია, შევაფასო სამართლებრივად, როდესაც პოლიციის თანამშრომელზე არის ეჭვი, რომ იგი არის ნასვამი, როდესაც აღნიშნული პოლიციის თანამშრომელი არ წარმოადგენს სამსახურებრივ მოწმობას, რომელ პოლიციელსაც აქვს იარაღი და ის არ არის დამალული, როდესაც მას სამოქალაქო ფორმა აცვია, ის არ ასრულებს ე.ი. თავის მოვალეობას, ის არის კანონდამრღვევი და 353-ე მუხლი ვერ იარსებებს, როდესაც პოლიცია პირიქით, თავად არღვევს კანონს“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

თსუ-ს რექტორისთვის „პრეზიდენტის პრეტენზიები გაუგებარია“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უპასუხა იმის შესახებ, რომ თსუ-ს რექტორი სტუდენტებს არ აძლევს უფლებას ,მაგიდები გაშალონ და პეტიციას ხელი მოაწერონ. ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველასთვის ღიაა, მათ შორის პეტიციისთვის ხელის მოწერის მსურველებისთვის, მაგრამ ამასთან, არსებობს პროტოკოლი, რომლის დაცვაც სასურველია. „არანაირი ოფიციალური წერილიც კი არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული. ვიღაცას ხომ უნდა გაეკეთებინა ამის ორგანიზება. მე იმის თქმა მინდა, რომ თუ ეს იყო პრეზიდენტის იმ ინიციატივის გაგრძელება, რასაც ის ახორციელებს ორბელიანების სასახლეში, მაშინ ხომ წესია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტონომიის მქონე უნივერსიტეტს ერთი ფარატინა ქაღალდი მაინც გამოუგზავნოს, რომ ამაში მხარდაჭერა გამოგვიცხადეთ? ხომ არის წესი და რიგი? ერთი ფურცელი არ არის შემოსული! ცოტა სხვა პროვოკაციის თემაა იმიტომ, რომ მე ვერ ვხდები, რას ნიშნავს ეს. ერთი თხოვნის ფურცელი და მომართვა არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული,“ - განაცხადა სამუშიამ IPN-თან საუბრისას. მისივე განცხადებით, უნივერსიტეტს თავისი მართვის ორგანო ჰყავს. „არის სენატი, არის აკადემიური საბჭო, გადაწყვეტილებებში უნდა ჩვენს კოლეგებსაც ვკითხოთ. მე ეს მინდოდა მეთქვა, რომ არ არსებობს ასეთი მომართვიანობა, რაზე აქვთ პრეტენზია ვერ გავიგე? რამე მთხოვა და არ გავაკეთე? და მეორე, უნივერსიტეტი აბსოლუტურად ღიაა, ნებისმიერს შეუძლია შემოსვლა, აიღოს და მოაწეროს ხელი, ვინმე რამეს ზღუდავს? პირიქით, მთელი უნივერსიტეტი ელოდება 15 დეკემბერს, რომ ეს ისტორიული შანსი ყველამ ერთად იზეიმოს,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ. პრეზიდენტის განცხადებით, მას არ ესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ძალიან მარტივ განცხადებას.  

თსუ-ის სტუდენტები, რომლებსაც უნივერსიტეტის კანცელარია აქვთ დაკავებული, პროტესტს აგრძელებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს, მეორე დღეა, დაკავებული აქვს უნივერსიტეტის კანცელარია და უნივერსიტეტის გაფიცვას ითხოვენ. სტუდენტების განცხადებით, ისინი კანცელარიიდან იქამდე არ გამოვლენ, ვიდრე უნივერსიტეტი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის, აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო მორატორიუმის გამოცხადება გამოსახლებაზე, ასევე, კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლება, რომლებსაც სასამართლომ 25 იანვარს პატიმრობა შეუფარდა. კაკო ჩიქობავა თსუ-ის პროფესორია. გიორგი ხასაია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. „უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიკავეს თსუ-ის პირველი კორპუსი. ჩვენ მოვედით აქ იმისთვის, რომ სტუდენტებს მხარი დავუჭიროთ. ჩვენი მოთხოვნა არის ერთიანი და ეს მოთხოვნა უწინარესად არის მორატორიუმის გამოცხადება მოსახლეობაზე და ასევე ჩვენი ორი მეგობრის, კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლება, გუშინ მათ სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი მხრივ, სადავოდ არ ხდიდნენ წაყენებულ ბრალს, ხოლო მეორე მხრივ, მზად იყვნენ აენაზღაურებინათ ზიანი, სასამართლომ ისინი უსამართლოდ დატოვა წინასწარ პატიმრობაში. ეს არის ჩვენთვის გასაგები პოზიცია, რომ დაისჯება ყველა, ვინც წინ აღუდგება ამ ალიანსს, რომელიც არსებობს ხელისუფლებასა და სამევახშეო სისტემას შორის. ჩვენ ვითხოვთ ცვლილებებს, რომ ეს რეფორმები, რომელიც მოითხოვს რეფორმებს ეროვნული ბანკის ფუნქციებში, კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში და გამოსახლების პროცედურებთან დაკავშირებით, გახდეს დემოკრატიული და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი,” - განუცხადა ვახუშტი მენაბდემ მედიას 26 იანვარს. დემონსტრანტების თქმით, რექტორი ჯაბა სამუშია წუხელ რამდენიმე მათგანს შეხვდა და განუცხადა, რომ თსუ-ის სტუდენტებს მხოლოდ მას შემდეგ შეხვდება სხვა აუდიტორიაში, რაც კანცელარიას ყველანი დატოვებენ და „ძალადობას შეწყვეტენ.“ დემონსტრანტებმა მისი ეს მოთხოვნა არ გაიზიარეს და ამბობენ, რომ კანცელარიაში სადისკუსიო სივრცე აქვთ მოწყობილი და მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს. ცნობისთვის, დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ილიას უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამამ ღრმა შეშფოთება გამოხატა ხასაიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე და სახელმწიფოს მისი დროულად გათავისუფლებისკენ მოუწოდა. თსუ-ში შეკრებილები რექტორისა და უნივერსიტეტისგან ითხოვენ, გაავრცელონ ამავე უნივერსიტეტის პროფესორის, კაკო ჩიქობავას მხარდამჭერი განცხადება.