ინგლისში ოთხი მეგობარი დააჯარიმეს ლოკდაუნის წესების დარღვევისთვის მას შემდეგ, რაც McDonalds-მდე 100-ზე მეტი კილომეტრი გაიარეს

ინგლისში ოთხი მეგობარი დააჯარიმეს, მას შემდეგ, რაც McDonalds-მდე მანქანით 109 კილომეტრი გაიარეს.

მეგობრების "გასეირნება" უფრო ძვირი აღმოჩნდა, ვიდრე ისინი ამას ელოდნენ. თითოელი მათგანი 200 ფუნტით დააჯარიმეს. ინგლისში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული წესების თანახმად, ადამიანებს ეკრძალებათ შეკრება, თუ ისინი ერთ სახლში არ ცხოვრობენ. მეგობრები მანჩესტერიდან, ქალაქ უტოქსტერში ჩავიდნენ.

ადგილობრივი პოლიციის თქმით, მეგობრებმა დიდი გზა გაიარეს სწრაფი კვების ობიექტამდე, მიუხედავად იმისა, რომ მათთან ახლოს McDonalds-ის ათამდე ფილიალი იყო. პოლიციის თქმით, აუცილებლობა არ იყო კარანტინის წესების დარღვევის.

„ოთხივე კანონდამრღვევი, სხვადასხვა მისამართიდან, 800 ფუნტით დაჯარიმდა“, - ნათქვამია ადგილობრივი პოლიციის განცხადებაში.