ტაშკენტში, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა, გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ტემურ რახიმოვი ვაზარით დაამარცხა.
ჯამში საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა, 81 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა, -90 კგ წონით კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ.