ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, თუმცა მანამდე ქვეყანას პირობების შესრულება მოუწევს. ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვაჰეიმ განაცხადა.
ევროკავშირმა ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის რვა პრიორიტეტი განსაზღვრა, რომელიც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. ფორმულა იგივეა, როგორც უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში.
მაგალითად, მოსამართლეთა და პროკურორთა უმაღლესი საბჭოს შესახებ მოქმედ კანონში ცვლილებების დამტკიცება, სასამართლოების შესახებ ახალი კანონის მიღება, ინტერესთა კონფლიქტის პრევენციის შესახებ ახალი კანონის მიღება, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და ბრძოლის გასაძლიერებლად გადამწყვეტი ზომების მიღება, საზღვრებისა და მიგრაციის პოტენციალის მართვისთვის ყველა დონეზე ეფექტიანი კოორდინაციის ხელშეწყობა, ასევე თავშესაფრის მიცემის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
„ჩვენ ამას ბოსნია და ჰერცეგოვინის ხალხისთვის ვაკეთებთ, თუმცა ეს მაღალ მოლოდინებთანაც არის დაკავშირებული. ელიტებზეა დამოკიდებული ამ მიზნის რეალობად ქცევა”, - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.