შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება უკომპრომისო ბრძოლას ახორციელებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ყველა სამართალდამცველი უწყება უკომპრომისო ბრძოლას ახორციელებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. სისხლის სამართლის პოლიტიკა არის უმკაცრესი იმ პირების მიმართ, ვინც მსგავსი ტიპის დანაშაულს სჩადის, თუმცა იმისათვის რომ, ბრძოლა იყოს ეფექტური აუცილებელია, რომ თითოეული უწყება, ვის კომპეტენციაშიც შედის ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს სათანადოდ მოტივირებული და იღებდეს ეფექტურ ღონისძიებებს, ამ დანაშაულთან მიმართებაში.
მნიშვნელოვანია ასევე, საზოგადოების ჩართულობა, ის რომ დროულად მოხდეს პოლიციის ინფორმირება, იმისთვის, რომ ჩვენ ჩანასახშივე ვებრძოლოთ ამ დანაშაულს.“ - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.