ვაშინგტონში ერთი პირი დააკავეს, რომელიც პოლიციის საგუშაგოს გავლას ყალბი დოკუმენტაციით, იარაღითა და ვაზნით ცდილობდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
შეარაღებული პირი, ვაშინგტონის პოლიციამ პარასკევს, 15 იანვარს გააჩერა, მისი მანქანიდან რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
ადგილობრივი პოლიციის თქმით, დაკავებული პირი უესლი ალენ ბილირი, ვირჯინიიდან არის, როგორც გაირკვა, მას ვაშინგტონის ტერიტორიაზე იარაღის ტარების უფლება არ აქვს.
გამოცემის ცნობით, სამართალდამცველები ემზადებიან ტრამპის მხარდამჭერების მიერ გამართული აქციისთვის, რომელიც ჯო ბაიდენი ინაუგურაციისთვის არის დაგეგმილი.
FBI ბაიდენის ინაუგურაციამდე შესაძლო შეიარაღებული პროტესტისკენ მოწოდებებს აკვირდება.