ჩეხეთი, რუსი ტურისტებისთვის საზღვრებს ხურავს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 25 ოქტომბრიდან, რუსეთის მოქალაქეებისთვის დანერგავს იგივე სავიზო რეჟიმს, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთსა და ფინეთში ამოქმედდა.

„ჩეხეთი აღარ შეუშვებს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში მოკლევადიანი შენგენის ვიზებით შედიან და ხშირად საკუთარ თავს  „ტურისტს" უწოდებენ. 

„იმ დროს, როცა რუსული რაკეტები ეცემა საბავშვო მოედნებს, ადამიანებს, რომლებიც სამსახურში მიდიან, ჩეხეთში, საერთაშორისო აეროპორტის გავლით, ყოველდღე რუსეთის ფედერაციის 200-მდე მოქალაქე ჩამოდის. ამიტომ ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჩეხეთის ტერიტორიაზე შემოდიან შიდა საზღვრებით, შენგენის ზონიდან ტურიზმის, სპორტული ან კულტურული მიზნებით, შემოსვლაზე უარს ვეტყვით. ეს ღონისძიება გავრცელდება ევროკავშირის ნებისმიერი წევრი ქვეყნის მიერ გაცემული შენგენის ვიზის მფლობელებზე“, - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ.