ნეპალელმა ალპინისტებმა მსოფლიოში სიდიდით მეორე მწვერვალი K2 ზამთრის სეზონზე პირველად დალაშქრეს

ნეპალელმა ალპინისტებმა მსოფლიოში სიდიდით მეორე მწვერვალი K2 ზამთარში პირველად დალაშქრეს.ინფორმაციას BBC ავრცელებს.

განსაკუთრებით მკაცრი ამინდის გამო, ზამთარში ამ დრომდე ვერც ერთმა ალპინისტმა ვერ მოახერხა K2-ის მწვერვალზე ასვლა, პირველად ეს ნეპალელმა ალპინისტებმა შეძლეს, როდესაც 10-მა მთასვლელმა 8,611 მეტრის სიმაღლის მწვერვალი დალაშქრეს.

ათობით ალპინისტი ეცადა მსგავსი შედეგის გამეორებას, თუმცა ნეპალელების გარდა ეს ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა. ერთი ალპინისტი რეკორდის დამყარების მცდელობისას გარდაიცვალა, როდესაც ის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მწვერვალიდან დაშვებას ცდილობდა. ესპანელი ალპინისტი დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა, რის გამოც ის ადგილზე გარდაიცვალა.

1987 წლიდან, K2– ზე მხოლოდ რამდენიმე ზამთრის ექსპედიციის მცდელობა იყო. აქამდე ვერცერთმა 7,650 მეტრზე მაღლა ასვლა ვერ მოახერხა.