უკრაინაში, ოლიგარქების კურჩენკოსა და დერიპასკას წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება აღასრულა. 

პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის პაველ ლებედევის, ასევე ოლიგარქების სერგეი კურჩენკოსა და ოლეგ დერიპასკას წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა. 

Ukrinform-ის ცნობით, სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე 12 ოქტომბრის No694/2022 შესაბამისი ბრძანებულება გამოქვეყნდა.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, სანქციები ვრცელდება იანუკოვიჩზე, კურჩენკოს, დერიპასკასა და ლებედევზე. სანქციები  ამ პირების აქტივების ბლოკირებას - კერძოდ, მათი აქტივების გამოყენებისა და განკარგვის უფლების დროებით ჩამორთმევას ითვალისწინებს. 

სანქციები 10 წლის ვადით ამოქმედდა.