გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაქცინირებულებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების მომხრეა. „COVID-19-ზე ვაქცინირებულებს რესტორნებსა და კინოთეატრებში წასვლის უფლება სხვებზე ადრე უნდა მიეცეთ“, - განაცხადა მინისტრმა. ჰეიკო მაასის თქმით, მთავრობამ მასობრივად შეზღუდა ხალხის მთავარი უფლება, რათა შეეჩერებინა ინფექციის გავრცელება და თავიდან აეცილებინა საავადმყოფოების გადატვირთვა.
ჰეიკო მაასის კომენტარები სხვა გერმანელი მინისტრების კომენტარებისგან განსხვავდება, რომლებიც ვაქცინირებულებისთვის ასეთი უფლებების მინიჭებას ეწინააღმდეგებიან.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზიჰოფერმა განაცხადა, რომ ვაქცინირებულთან და არავაქცინირებულთა გამორჩევა სავალდებულო ვაქცინაციის ტოლფასია, რასაც ის ეწინააღმდეგება.
გერმანიაში დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი უკვე აიცრა. ქვეყანაში ლოკდაუნი იანვრის ბოლომდე მოქმედებს. კანცლერი მერკელი 18 იანვარს რეგიონულ ლიდერებთან შეხვედრაზე, შეზღუდვების უფრო გამკაცრების საკითხს განიხილავს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია, ეპიდაფეთქება კი 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.