აშშ-ის ადმინისტრაცია რუსული ალუმინის სრულ აკრძალვას განიხილავს. ეს აკრძალვა აქამდე არ იყო შეტანილი სანქციების პაკეტებში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას მოჰყვა. Bloomberg ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მისივე თანახმად, თეთრი სახლი აკვირდება სამ ვარიანტს, მათ შორის პირდაპირ აკრძალვას და ტარიფების გაზრდას.
სექტემბერში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა 24 თებერვლიდან გაზარდეს რუსული ალუმინის და ნიკელის იმპორტი, იმპორტის მთლიანმა ღირებულებამ ამ პერიოდში 1,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.