პრემიერი: დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა, მისი უდიდესი წვლილი საქართველოს მუდამ ემახსოვრება

დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა, მისი უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

“დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა.

1989 წლის 13 ოქტომბერს საქართველომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ნამდვილი ქართული ხასიათის - ღირსების, სიმტკიცისა და სამშობლოსათვის თავდადების განსახიერება.

ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე.

მერაბ კოსტავას უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში, მისი გმირული ცხოვრება მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.