თბილისში ორი კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი 2000-2000 ლარით დააჯარიმეს.
შსს-ს ინფორმაციით, ერთი მძღოლი წერონისის ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილებისას დააჯარიმეს, მეორე - სავაჭრო ცენტრ „ქარვასლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის ტრაფარეტიანი ავტომობილით გადაადგილებისას.
ორივე მძღოლს იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევას ედავებიან, რაც 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. დაჯარიმების შემდეგ ისინი, კარანტინში, კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.