უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან აშშ-ის ლიდერობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მივესალმები შეერთებული შტატების უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, მაგრამ ასევე უპრეცედენტო მხარდაჭერას, რომელსაც ევროპელი მოკავშირეები, კანადა და პარტნიორები უწევენ უკრაინას.
და მე ასევე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ NATO-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა და უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფმა, რომელსაც თქვენ თავმჯდომარეობდით, დააფიქსირეს, რომ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც მას ეს დასჭირდება. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას და, კერძოდ, უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით.
მე ასევე მივესალმები საერთაშორისო თანამეგობრობის გუშინდელ ძალიან ძლიერ გზავნილს.
ვგულისხმობს გაეროში კენჭისყრას, სადაც უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსია მკაფიოდ დაგმეს. იყოს მკაფიო მოწოდება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკან წაიღოს ეს გადაწყვეტილებები და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
ეს უბრალოდ გვიჩვენებს, რომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ჩვენი ძირითადი ღირებულებებისთვის. კიდევ ერთხელ, აშშ-ის ხელმძღვანელობა NATO-ში, საერთაშორისო საზოგადოებაში, ამისთვის აუცილებელია“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.