პანკისში, სოფელ დუისში, ე.წ. ხეხილების ტერიტორიაზე კაცი მოკლეს. შემთხვევა მეზობლებს შორის დაპირისპირების შემდეგ მოხდა. მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული მოკლულის თანასოფლელი და მისივე მეზობელია. გარდაცვლილი დაახლოებით 40 წლისაა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.
მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.