მოხდა პირველი პაციენტის, ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ, - ამის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა.
"მოხდა პირველი პაციენტის, ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, დასტაბილურების შემდეგ, გადაყვანილია პედიატრიულ კლინიკაში", - განაცხადა ექიმმა.
Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ დენმა სამ მოზარდს დარტყა.
შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს