მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.
ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის განმარტებით, 13 წლის გოგო კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს, თუმცა რეანიმაციული ჩარევის მიუხედავად, მდგომარეობის დასტაბილება ვერ მოხერხდა.
„კლინიკაში ორი 13 წლის ბავშვი რამდენიმე წუთის ინტერვალით შემოიყვანეს. მოხდა პირველი პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურება და თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. რაც შეეხება გოგოს, 13 წლის შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ექიმმა.
Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ დენმა სამ მოზარდს დარტყა.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.