ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს ევროპას, თავი დააღწიოს პუტინის შიშს

უკრაინის ომი ახალ ფაზაში შევიდა, რომლის დროსაც ევროპამ რუსეთის შიში საბოლოოდ უნდა დაძლიოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ ჟურნალ ZDF heute-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ევროპას ჯერ კიდევ არ დაუძლევია რუსეთის შიში. როგორ რეაგირებენ რუსები ამაზე? რას ამბობს პუტინი ამაზე? და, რა მოხდება, როცა პუტინი ერთ დღეს წავა? ეს არის ევროპის საზრუნავი“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკზე კომენტირებისას, ზელენსკიმ აღიარა, რომ ასეთი რისკი არსებობს, მაგრამ აღნიშნა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული იქნება, რომ ამას არაფერი მოჰყვება.

მისი თქმით, მთელი ევროპის ამოცანაა, აჩვენოს პუტინს, რომ მას არავინ დაელაპარაკება და ის იზოლაციაში დარჩება.

„მაშინ რუსული საზოგადოება მიხვდება, რომ პრეზიდენტად აირჩიეს ადამიანი, რომელიც ყველას ემუქრება ბირთვული იარაღით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.